17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით ორ სასულიერო პირს ბრალი წაუყენეს

0

mamaoშსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა 17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს, სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ ) ბიჩინაშვილსა და იოანე და თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა  იოთამ ( ირაკლი) ბასილაიას ბრალი წაუყენეს.

გამოძიება შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სსკ-ის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილით  მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

სხვა ახალი ამბები: