17 თებერვალს სამეგრელოს გუბერნატორთან საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება

0

მიმდინარე წლის, 17 თებერვალს სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან არსებული აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტთა საკონსულტაციო ორგანოს – სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.

სხდომაზე 2015 – 2017  წლების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის კორექტირებული სამოქმედო გეგმის განხილვა მოხდება. საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ლევან შონია, რეგიონის გამგებლები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრებიან.

სხვა ახალი ამბები: