“არა ძალადობას, არა ფემიციდს!”-აქცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ზუგდიდში (ვიდეო)

0

dzaladoba-mza-636x395გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან გლობალურ კამპანიას დღეს ზუგდიდშიც შეუერთდნენ. კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

“არა ძალადობას, არა ფემიციდს!”- სწორედ ამ შინაარსის ლოზუნგით დღეს ზუგდიდის კინოთეატრ „ატრიუმთან“ საზოგადოებამ ძალადობის წინააღმდეგ პროტესტი გამოთქვა. მსგავსი ტიპის აქცია ერთდროულად საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია უკვე დაიწყო და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს დასრულდება.

სხვა ახალი ამბები: