ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 5 მანქანა გადაეცა

0

10301455_919298464749801_1451605312645966924_nდღეს ქალაქ ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ფოთის ფილიალს საწრაფო დახმარების 5 ახალი თანამედროვედ აღჭურვილი ავტომანქანა გადაეცა. გადაცემის საზეიმო ცერემონიას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, ქალაქის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრო.

10426710_919298414749806_168332286876651835_n10689675_919298198083161_630789492428386654_n10614304_919297724749875_7321173250981762572_nსახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით განაახლა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების ავტოპარკები. მათ შორის აღსანიშნავია, რომ სრულად განახლდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ფოთის ფილიალის ავტოპარკი.ავტომანქანები ოფიციალურად ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ფოთის ფილიალის უფროსმა კესო გელენიძემ ჩაიბარა.

ქალაქს სტანდარტულად დღე-ღამის განმავლობაში ხუთი ბრიგადა ემსახურება.
საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ განხორციელებული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში, უკვე ექნება შესაძლებლობა მიიღოს ოპერატიული სასწრაფო-გადაუდებელი დახმარება.

სხვა ახალი ამბები: