ზუგდიდის ჰოსპიტალი მოსახლეობას კარდიოინტენსიურ სერვისებს დღეიდან სრულად მიაწვდის (R)

0

evexზუგდიდის რესპუბლიკური ჰოსპიტალი მოსახლეობას  კარდიოინტენსიურ სერვისებს დღეიდან სრულად მიაწვდის. ჰოსპიტალში აღიჭურვა  კათეტერიზაციის ლაბორატორია, სადაც კორონაროგრაფიები ჩატარდება როგორც გადაუდებელ, ასევე გეგმიურ რეჟიმში. ახლადგახსნილ კარდიოინტენსიურ სამსახურში ადგილობრივ ექიმებთან ერთად პაციენტებს თბილისიდან მოწვეულიკარდიოლოგებიც მიიღებენ, რომლებმაც ატესტაცია ევროპის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკებში გაიარეს.

აღნიშნული სერვისის განვითარება ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს, საჭიროების შემთხვევაში, რთული კარდიოლოგიური ინტერვენცია რეგიონიდან გაუსვლელად მიიღოს, რაცპაციენტებს გულსისხლძარღვთა მწვავე  უკმარისობისას დროს  დაუზოგავს.

ახალი პროექტის დაწყება დასავლეთ საქართველოში კარდიოლოგიურ მომსახურებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, სერვისებზე ხელმისაწვდომობა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზემცხოვრებ  მოსახლეობას სრულად შეეძლება.

ზუგდიდის რესპუბლიკური ჰოსპიტალი „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ქსელში შემავალი ერთ-ერთი  სამედიცინო ცენტრია, რომელიც სამეგრელოს რეგიონში ყველაზე მძლავრ მრავალპროფილურსერვისს სთავაზობს  მოსახლეობას.