18 აპრილს დათა ახალაია, მეგის ქარდავა და სოსო თოფურიძე საქართველოში დაბრუნდებიან?

0

samniდათა ახალაია მეგის ქარდავასთან და სოსო თოფურიძესთან ერთად თურქეთშია და საქართველოში 18 აპრილს დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო პორტალი ”პრაიმერსი” ავრცელებს.
პორტალის ინფორმაციაში ნათქვამია: წყაროს მტკიცებით, ახალაია, ქარდავა და თოფურიძე საქართველოში დაბრუნებას სარფის საბაჟოს გავლით აპირებენ. იმდენად, რამდენადაც სამივე მათგანი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება, მათი დაკავება საზღვრის გადმოკვეთისთანავე მოხდება.
წყარომ ისიც გვაცნობა, რომ ამის შემდეგ იგეგმება სამივე მათგანის მხრიდან ჩვენების მიცემა და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ კომპრომატების გამომზეურება.
კომპრომატების ნაწილს დათა ახალაია საქართველოში, კერძოდ, მის სულიერ მოძღვართან, მამა პეტრე ცაავასთან ინახავს, მეორე ნაწილს კი უახლოეს დღეებში თეა თუთბერიძე გამოაქვეყნებს.

სხვა ახალი ამბები: