სამეგრელოში ჩასახლებული დევნილები დავით ფაცაციას მხარდამჭერ შეხვედრას გამართავენ

3

datoდევნილთა საინიციატივო ჯგუფი, სამეგრელოში ჩასახლებული დევნილები, ზუგდიდში აკრედიტირებული არასამთავრობო ორგანიზაციები მხარდაჭერას გამოხატავენ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრის დავით ფაცაციას მიმართ და ზუგდიდში 18 აპრილს  ოფიციალურად მის წარადგენას მოითხოვენ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად.

“18 აპრილს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმჭიფო დრამატულ თეატრში იგეგმება დევნილთა საზოგადოების გრანდიოზული შეკრება სადაც მოწვეული გვყავს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი დავით ფაცაცია. ჩვენ, აფხაზეთიდან დევნილები ერთხმად მოვითხოვთ, რომ დევნილ მთავრობას დავით ფაცაციამ უხელმძღვანელოს. ჩვენ ველოდებით სტუმრებს აფხაზეთიდანაც, კონკრეტულად აფხაზეთის გმირის დედას ციალა აკაბას და ბევრ აფხაზ სტუმარს. დევნილები სამეგრელოში დავით ფაცაციას ირჩევენ”-აცხადებს smo.ge-სთან საუბარში დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი მანანა გაბელია.

“დათო ფაცაცია არის პიროვნება, რომელსაც სრულიად ვენდობით დევნილები. ეს ადამიანი მთელი ცხრა წელი ებრძოდა რეჟიმს. ჩვენ დევნილებს გვაქვს მისი დიდი იმედი და რათქმაუნდა ვირჩევთ მას, ახალგაზრდა ადამიანსა და მებრძოლი სულისკვეთების ლიდერს. სამეგრელოში ჩასახლებული დევნილები სწორედ 18 აპრილს იტყვიან თავიანთ სათქმელს  თუ რატომ ირჩევენ დავით ფაცაციას და არა სხვა რომელიმე დრომოჭმულ ლიდერს, რომლებიც თბილ სავარძელში მოკალათებულები მხოლოდ თავიანთი კეთილდღეობისთვის ზრუნავდნენ”- აცხადებს დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი თეონა ქარდავა.

სხვა ახალი ამბები: