საქართველოს ჯონ ქერი ეწვევა

0

kerryyyსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ეწვევა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ში თავისი ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, საქართველოში პლენარული სესია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც იგეგმება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის ვიზიტი საქართველოში.

როგორც ბერუჩაშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წლის მარტში დაიგეგმა კომერციის დეპარტამენტის, სავაჭრო ეკონომიკური მისიის საქართველოში ვიზიტი, რაც იქნება კარგი შესაძლებლობა ამერიკული ბიზნესისთვის გაიცნონ საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და ის ახალი რეალობა, რაც არის სავაჭრო-ეკონომიკურ პოლიტიკაში. ეს ვიზიტი იქნება სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.