ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ 7 თვის მუშაობის ანგარიში წარადგინა

0

11004589_421349614707967_6634722617857762146_oქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 7 თვიანი მუშაობის ანაგრიში საკრებულოს სხდომაზე წარადგინა. საკრებულოს თავმჯდომარე  მერაბ ქვარაიამ,  ფრაქციისა და კომისიის თავმჯდომარეებმა საზოგადოებას 2014 წლის ივნისიდან დღემდე გახნხორციელებული სამუშაოები და აქტივობები გააცნეს. გარდა ამისა, საკრებულოს წარმომადგენლებმა  გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც  უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.

ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობის ანგარიში საკრებულო წევრებმა ერთხმად მოიწონეს, მათ შორის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა.

საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას განცხადებით, ზუგდიდში უახლოეს მომავალში შემდეგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება: საფეხბურთო სტადიონის მოწყობა, დასაქმების, პროფესიული გადამზადებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრის შექმნა, ყინულის მოედნის დასრულება, სოციალური საცხოვრისის მშენებლობა, გარეგანათების, წყალმომარაგებისა და წყალარინების მოწესრიგება და სხვა.  ამასთან, ქვარაიას თქმით, ქალაქის თვითმმართველობა აქტიურად მუშაობს ჰიბრიდული ტიპის თანამედროვე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩამოყვანის საკითხზე.

ფრაქცია “ქართული ოცნება-რესპუბლიკელების” წარმომადგენელმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუამ ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ მისი ფრაქციის ინიციატივით არა ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის, მაღალსართულიანი სახლების გადახურვა, სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება და სხვა.

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ აღნიშნა, რომ  გუნდს მუშაობა თანაპარტიელების დაკავებების ფონზე უწევდა, თუმცა, მიუხედავად ამისა მათ არა ერთი მნიშვნელოვანი საკითხის გატანა მოახერხეს. მისივე თქმით, ფრაქციის იდეა იყო სოციალური პაკეტების გაზრდა, ქალაქ ზუგდიდის გაფართოება და ა.შ.

ფრაქცია “ზუგდიდის მომავლისთვის” თავმჯდომარემ  ლაშა ფარცვანიამ აღნიშანა, ზუგდიდში მშენებლობები ქაოტურად მიმდინარეობს.  მაგალითად კი  “მაკდონალდსისი” მშენებლობა მოიყვანა, რომელიც გუბერნიის გვერდით შენდება.

შეგახსენებთ,  ქალაქ ზუგდიდის მერიამ 6 თვიანი მუშაობის ანგარიში საკრებულოს სხდომაზე 6 თებერვალს წარადგინა.