მარტვილში ცენტრალური სტადიონი გაიხსნა

0

11037630_442614709238837_3141449554770182052_nდღეს, 1 მარტს მარტვილში მურთაზ ხურცილავას სახელობის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი საზეიმოდ გაიხსნა. სტადიონის რეაბილიტაცია ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოეწყო სტადიონის, სადრენაჟე სისტემები, დაიგო მაღალი ხარისხის, ხელოვნური ბალახის საფარი. სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ 621 000 ლარი გამოიყო.

11018590_442614789238829_214604910790572048_n10345847_442614782572163_2711725761856469956_nსტადიონი 2000 მაყურებელზეა გათვლილი. დღესვე ახლად გახსნილ სტადიონზე საფეხბურთო შეხვედრა გაიმართა, ერთმანეთს მარტვილის ,,მერანი“ და ცხინვალის ,,ცხინვალი“ შეხვდნენ. სტადიონის გახსნის ცერემონიალს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

სხვა ახალი ამბები: