ზუგდიდში თერთმეტი დევნილი შიმშილობს

0
577810_362925697153575_2048688567_nაუდიო ინფორმაცია! [ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/moshimshileebi.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]
ექიმების დახმარება გახდა აუცილებელი შიმშილობის მეორე დღეს აფხაზეთიდან დევნილი იმ პირებისთვის, რომლებიც საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით შიმშილობის აქციას  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ზუგდიდის წარმომადგენლობაში მართავენ. შიმშილობის აქციის მონაწილეების უმრავლესობა ავადმყოფია.
მოშიმშილეებთან დღეს  შეხვედრას აპირებს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, რომელიც უკვე სამეგრელოშია.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის დარეჯან თაკალანძის განცხადებით ისინი შიმშილობას არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება სრულად დაკმაყოფილებული.
“თუ ჩემი დაკმაყოფილება არ მოხდა საცხოვრებელი ფართით მე გადავისხამ ბენზინს და სახალხოდ აქვე დავიწვავ თავს. სხვა გზა მე არ დამრჩენია გარდა ამ უკიდურესობისა და რა ვქნა. მირჩევნია მკვდარი ვიყო, ვიდრე ასეთ პირობებში ვცხოვრობდე. ფაქტიურად ქუჩაში ვარ და ყურადღების მომქცევიც არავინაა.”-აცხადებს დარეჯან თაკალანძე.
როგორც აქციის მონაწილეები საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან აცხადებენ მათ დღესვე მოინახულებს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძეც. ეს ინფორმაცია ჩვეთან საუბარში ერთ-ერთმა მონაწილემ რამაზ არონიამ დაადასტურა.

სხვა ახალი ამბები: