აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვს ეწვევა

0

sergei_lavrovi_da_biacheslav_chirikba_21449აფხაზეთის დე–ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა სამუშაო ვიზიტით, 12 მარტს მოსკოვს ეწვევა. ამის შესახებ ჩირიკბამ ,,რია ნოვოსტის“ განუცხადა.

მისი თქმით, ვიზიტის დროს იგეგმება რუსეთთან გაფორმებული მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების განხორციელების საკითხზე მსჯელობა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. შეთანხმებას რუსეთმა და აფხაზეთმა ხელი სოჭში, 24 ნოემბერს მოაწერეს. იგი საერთო თავდაცვითი და უსაფრთხოების სივრცის შექმნას ითვალისწინებს.

სხვა ახალი ამბები: