ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია

0

1425383940472860თოვლისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი განმარტებით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია ლასდილის საავტომობილო გზის კმ 138-კმ 188 მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

“დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია კმ 138- კმ 153 მონაკვეთში. ხოლო კმ 154-კმ 188 გადაადგილება დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ 1-კმ 138 მონაკვეთში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, – განმარტავენ გზების დეპარტამენტში.

სხვა ახალი ამბები: