არტგალერეაში ოკუპაციის კვირეული მონაწილეების დაჯილდოებით დაიხურა

0

11033429_1077766765582646_881999998_oქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ზუგდიდში მომდინარე ოკუპაციის კვირეულში მონაწილეები არტგალერეაში შეიკრიბნენ. შეკრებილებს კვირეულში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა მერის მოადგილემ, კობა ჯიქიამ და მერის მადლობის სიგელები გადასცა.

ოკუპაციის კვირეული ქალაქ ზუგდიდის #3 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელების ნახატების გამოფენითა და ფლეშმობით დაიხურა. კვირეულში მონაწილეები მარო მაყაშვილის წიგნად გამოცემულ დღიურებს მერიისგან საჩუქრად მიიღებენ.