“19 აპრილს რამდენიმე პოლიციელი ფორმის გახდას და საბუთის დახევას აპირებს”

0

197358_428204087270673_232606508_nშს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით 19 აპრილის აქციაზე “ნაციონალური მოძრაობა” აქციაზე რამდენიმე პოლიციელის მიყვანას აპირებს, რომლებმაც დემონსტრაციულად უნდა გაიხადონ პოლიციელის პორმა და  დახიონ პოლიციელის საბუთი. ირაკლი ღარიბაშვილმა ეს გაზეთ “ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ამასთანავე მოუწოდა იმ პოლიციელებს რომ სპექტაკლებში ნუ მიიღებენ მონაწილეობას და ნუ შეარცხვენენ პოლიციელის მუნდირს.

„ეს არის პირველ რიგში შეურაცხყოფა საკუთარი თავის, მუნდირის, პოლიციელის ღირსების, თუ მათ მსგავს სასაცილო სპექტაკლში მონაწილეობა საბოლოოდ აქვთ გადაწყვეტილი, მოვუწოდებ ხვალვე დაწერონ პატაკი და წავიდნენ სამინისტროდან, რადგან პოლიცია არის თავისუფალი პოლიტიკისგან. ამის გარდა, კანონით არის განსაზღვრული, რომ პოლიციელისთვის დაუშვებელია, მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მანიფესტაციაში,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

სხვა ახალი ამბები: