19-20 სექტემბერს სამეგრელოსა და სვანეთის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

0

eleqtroenergia19-20 სექტემბერს დაგეგმილი სამუშაოების გამო ”ენერგო-პრო-ჯორჯია”-ს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.

”ენერგო-პრო-ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიო0ნალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 19 სექტემბერს 11-დან 18 საათამდე გამოირთვება 35/10 კილოვოლტის ქვესადგური ”კეთილარი” რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბაშის მომსახურეობის ცენტრის სოფელ კეთილარის 375 აბონენტს.

20 სექტემბერს 10.00-დან 17.00 საათამდე გამოირთვება 35 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი ”ყულიშკარი” (ქვესადგური ყულიშკარი) ტრასის გაჩეხვის სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის სოფელ ყულიშკარის 1400 აბონენტს.

20 სექტენმბერს 11.00-დან 18.00 საათამდე გამოირთვება 110/35/10 კილოვოლტიანი ქვესადგური ”მარტვილი”-ს 10 კილოვოლტის ფიდერები № 1,2,3 (მორიგეობით) მიმდინარე რემონტის, ლაბორატორიული გაზომვების სამუშაოების ჩატარების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მარტვილის მომსახურეობის ცენტრის 3165 აბონენტს (1269 ქალაქის და 1896 სოფ. ნაგვაზაოს აბონენტებს).

20 სექტემბერს, 10.00-დან 18.00 საათამდე გამოირთვება ასევე 35 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი მესტია-ლახამულა (ქვესადგურები: ლახამულა და ეცერი) №22, 102 და 107 საყრდენებზე იზოლატორების გამოცვლის მიზნით, რის გამოც ელეტროენერგიის დროებით მიწოდება შეეზღუდებათ მესტიისმომსახურეობისცენტრისსოფელლახამულასაეცერის 404 აბონენტს.

 

სხვა ახალი ამბები: