ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მთავარ ტრასაზე მეველეები გამოჩნდებიან (ვიდეო)

0

10987478_638168666316324_2591457765951702058_oდღეიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაშტაბით ცენტრალურ მაგისტრალებს ე.წ მეველეები გააკონტროლებენ. მეველეთა ათკაციანი ჯგუფი მუშაობას უკვე შეუდგა, თუმცა მანამდე მათ მუნიციპალიტეტის გამგებელმა და სამეგრელოს ვიცე-გუბერნატორმა ტრასაზე სამოძრაოდ ველოსიპედები გადასცეს.

მეველეები მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ერთეულების ტრასებზე გადანაწილდნენ. დილიდან  საღამომდე მეველეების ათ კაციანი ჯგუფი ცენტარალურ ტრასებს შინაური მსხვილფეხა რქოსანი საქონლისგან გაათავისუფლებენ, რაც გზებზე თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას შეუწყობს ხელს და შეამცირებს ზარალს. ინიციატივა მუნიციპალიტეტის გამგეობას ეკუთვნის.

სხვა ახალი ამბები: