იცავენ თუ არა ჰიგიენურ წესებს ზუგდიდის “საშაურმეები” და ვინ აკონტროლებს მათ?!

0

10646926_766669150061127_7361727672783805173_nალბათ ბევრი თქვენთაგანი მდგარა რიგში რათა მიერთვა ერთობ მადის ამღვძვრელი შაურმა, თუმცა არასდროს დაფიქრებულხართ ან  არ დაკვირვებულხართ რა პირობებში ამზადებენ თქვენთვის საყვარელ საჭმელს, დაცულია თუ არა ჰიგიენის წესები და რამდენად სუფთა გარემოში მზადდება აღნიშნული პროდუქტი. საშაურმეებში დაცული უნდა იყოს ყველა ჰიგიენური წესები და უნდა არსებობდეს სველი წერტილები, ცხელი და ცივი წყალი. შაურმის მოსამზადებლად საჭირო პროდუქტები ცალკე, იზოლირებულ სათავსოში უნდა იყოს, საჭიროა მუდმივად ხდებოდეს ობიექტში ჰაერის განიავება.

gbbrwoxw-rmიმის გასაგებად თუ რამდენად დაცულია ზემოთ ჩამოთვლილი წესები რეგიონებში არსებულ საშაურმეებში, ჩვენ ვეწვიეთ ქალაქ ზუგდიდში არსებულ რამდენიმე საშაურმეს. აღმოჩნდა , რომ თითქმის არც ერთ საშაურმეს არ გააჩნია სველი წერტილები. კითხვაზე თუ რამდენად დაცულია მათთან ჰიგეინის წესები, გვიპასუხეს, რომ ყველა წესი დაცულია და ადგილი არ ქონია არავითარ დარღვევას.

shauumaxresdefaultნანახის შემდეგ დავინტერესდით, ხდება თუ არა აღნიშნული საშაურმების კონტროლი რეგიონში. სწორედ ამის გასარკვევად კომენტარი ვთხოვეთ სურსათის უვნებლობის რეგიონული სამსახურის უფროსს მარიკა გულუას. გულუას განცხადებით მათ მიერ წინა წელს ჩატარებული გეგმიური შემოწმების შედეგად თითქმის ყველა სწარაფი კვების ობიქტში გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევები.  დარღვევები კი უმეტესად მოიცავდა ჰიგიენის წესების არაჯეროვან დაცვას.  აქედან 3 მათგანი დაჯარიმებული იქნა 400 ლარით, რადგან მათი პროდუქციიდან ამოღებული ნიმუშები არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტს. ამის შემდეგ მათ მიეცათ გონივრული ვადა პრობლემის აღმოსაფხვრელად. დანარჩენის მიმართ კი გამოყენებულ იქნა  ზეპირი გაფრთხილების ფორმა.

“ჩვენი სამსახურის წელიწადში ერთხელ ახორციელებს ყველა საშაურმიდან ნიმუშების აღებას და მის ლაბორატორიულ კონტროლს, ხოლო მათი ჰიგიენის წესების დაცვაზე კონტროლი ხორციელდება წელიწადში რამდენჯერმე“-აცხადებს მარიკა გულუა.

მასალა მოამზადა ბესიკ ღვინჯილიამ