ზუგდიდში დევნილი ოჯახებისთვის 14 კერძო სახლი აშენდება

0

devnilta saxlebiდანიის ლტოლვილთა საბჭოს და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილი ოჯახებისთვის 14 კერძო სახლი აშენდება. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს დანიის ლტოლვილთა საბჭოს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ბლერიმ მუჰაჯერიმ და აჭარისა და სამეგრელო- ზემო სავანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსმა დავით ნარსიამ გააცნეს.

ბლერიმ მუჰაჯერის განმარტებით, დანიის საბჭომ კრიტერიუმები, რომლის მიხედვით მოხდება დევნილებისთვის სახლების მშენებლობა, დევნილთა სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა. მისივე თქმით, ოჯახების შერჩევა შესაბამისი ქულებისა და კრიტერიუმების მიხედვით მოხდება.

“ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმის მიხედვით, დევნილი ოჯახი აუცილებლად მიწის ნაკვეთს უნდა ფლობდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. სამი ტიპის სახლები აშენდება: პატარა – 36 კვ/მ, საშუალო – 41 კვ/მ, რომელიც გათვლილი იქნება 3-4 ადამიანზე და უფრო დიდი ზომი – 51 კვ/მ, 5-6 ადამიანზე გათვლილი. დევნილი ოჯახების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე იქნება”, – თქვა ბლერიმ მუჰაჯერიმ.

სხვა ახალი ამბები: