დევნილებმა ზუგდიდში საპროტესტო აქცია გამართეს, მოგვიანებით კი გზის გადაკეტვა სცადეს (ვიდეო)

0

devnilta aqciebiსამეგრელო- ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს შენობის წინ დევნილთა აქცია დილიდან მიმდინარეობდა.  დევნილები აპროტესტებდნენ, იმ ფაქტს,რომ გუშინ გამოქვეყნდა იმ ადამიანთა სიები, რომელთაც თაბუკაშვილის ქუჩაზე  უნდა გადასცემოდათ ბინები.

აქციის მონაწილეების განცხადებით, სიებში მოხვდნენ ის პირები, რომლებმაც წინასწარ გადაიხადეს გარკვეული თანხა, ხოლო მათ ვისაც რეალურად ეკუთვნოდა, საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ. საპროტესტო აქციაში მონაწილე დევნილები აცხადებენ,  რომ იმ დევნილებს, რომლებიც სიაში არიან ახალ კორპუსში საცხოვრებლად არ შეუშვებენ.

აქციის მონაწილე დევნილებმა  ზუგდიდის შესასვლელთან აღამაშენებლის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართლადამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ისინი დევნილებს შეპირდნენ, რომ კომპეტენტურ პირებს შეახვედრებდნენ. შეპირებისამებრ დევნილებთან შეხვედრა და ვითარებაში გარკვევა მოხდა, თუმცა დევნილები უკმაყოფილებას მაინც გამოთქვამენ.

ხვალიდან კი ზუგდიდში დევნილებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი ბინების განაწილების პროცესი დილიდან დაიწყება.