4 აპრილს დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა იხსნება

0

11106448_995157170502075_426445787_n4 აპრილს, 13:00 საათზე, პროფესორ დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა  იხსნება (ფალიაშვილის #39),   რომელიც წარმოადგენს სადიაგნოსტიკო-სამკურნალო პოლიპროფილურ ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებას. კლინიკიაშ 60 – მდე სამედიცინო პერსონალი იქნება დასაქმებული.

კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურითა  და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული დანადგარებით. კლინიკაში იფუნქციონირებს ლაბორატორია, ენდოკრინოლოგის, ნერვოპათლოგის, გასტროენტეროლოგის, ექოსკოპიის, ოფთალმოლოგის, კარდიოლოგის კაბინეტები და აშ.

11106408_995157083835417_4272680_n11124419_995157117168747_1542316134_nკლინიკის სახელწოდებას ამყარებს სამედიცინო ხელმძღვანელის, პროფესორ დავით აბულაძის იტალიის ქირურგიული სკოლის წამყვან სპეციალისტებთან მრავალწლიანი ურთიერთობის გამოცდილება, რამაც დიდ წვლილი უკვე შეიტანა საქართველოში ლაპაროსკოპიული ქირურგიის დანერგვის და განვითარების საქმეში.

კლინიკის საქმიანობის ძირითადი მიზნებია საქართველოში სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის გაუმჯოებსების  ხელშეწყობა იტალიელ კოლეგებთან ერთად, ერთიანი სამეცნიერო კვლევების წარმოების, რეკომენდაციების თუ წინადადებების შემუშავების გზით. ამ მიმართულებით კლინიკის ხლემძღვანელობამ უკვე გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის დეკლარაცია ქალაქ მოდენას სანტ-აგოსტინოს ჰოსპიტალის სამედიცინო  ლაბორატორიასთან.

დავით აბულაძის სახელობის ქართულ-იტალიურ კლინიკა  გეგმავს  საქველმოქმედო აქციების ჩატარებას საოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის,  იძულებით გადაადგილებულ პირთა, ომის ვეტერანთა, ომში დაღუპუ მშობლებთა და სხვა კატეგორიის მოსახლეობისთვის სამკურნალო-პროფილაქტიკური გასინჯვების და სადიაგნოსტიკო მანიპულაციების სახით, რათა შეძლებისდაგვარად გვერდში დაუდგეს ქვეყანაში მოქმედ პირველად ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამას.

კლინიკა სრული დატვირთვით თავის საქმიანობას 6 აპრილიდან შეუდგება.

გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან  იტალიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, იტალიის კონსული საქართველოში, სხვადასხვა კლინიკის ხელმძღვანელები, კლინიკის სამედიცინო პეროსნალი  და სხვა მოწვეული სტუმრები.