ფოთის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ სოციალურად დუცველებს აღდგომა მიულოცეს

0

961688_898642400195491_1270373171_nქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა მაია მაკალათიამ , საკრებულოს წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სააღდგომო საჩუქრები უპოვართა სახლის ბენეფიციარებსა და შეჭირვებულ მოქალაქეებს გადასცეს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში სააღდგომო ნობათი 300-მდე ადამიანმა მიიღო.

“მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, დღეს დავეხმარეთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა”, – აღნიშნა ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ

სხვა ახალი ამბები: