ზუგდიდი-ჯვარი-მესტიიის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს

0

343697501911035_1724624514428443_1748634120485521110_oსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ  ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 153-188 კილომეტრიან მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მათივე ცნობით, ამავე გზის 138კმ-ის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.