1989 წლის 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს ზუგდიდში (ვიდეო)

0

9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემავალ ყველა მუნიციპალიტეტში. გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ და რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა 9 აპრილის მემორილი ტიტებით შეამკეს ზუგდიდში.

მემორიალი გვირგვინებით შეამკეს ზუგდიდის მერმა, გამგებელმა, საკრებულოს თავმჯდომარეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

დილიდან სამეგრელო-ზემო სვანეთში შემავალ მუნიციპალიტეტებში ხელმძღვაელი პირები თანამშრომლებთან ერთად პატივს მიაგებენ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირებს. მემორიალებთან დილიდან იკრიბებიან მოქალაქეები.

9 აპრილთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.

სხვა ახალი ამბები: