ედიშერ თოლორაიამ ორსანტიაში მშენებარე იუსტიციის სახლი დაათვალიერა

0

11149766_654506211349236_5954780875688441870_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ედიშერ თოლორაიამ სოფელ ორსანტიაში იუსტიციის სახლის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. ამ ეტაპზე შენობის გადახურვის, იატაკის დაგების, გარე ფასადისა და ოთახების მოწყობის პროცესი მიმდინარეობს.

კონფლიქტისპირა სოფელ ორსანტიაში იუსტიციის სახლის მშენებლობით ადგილობრივები და არა მარტო ადგილობრივი მცხოვრებლები 11130372_654506244682566_4503947960667478399_o11079521_654506348015889_6662788517657534960_oმომსახურების სხვადასხვა სერვისით როგორიცაა, პირადობის მოწმობის გაცემა, არქივიდან ცნობის მიღება, ბიბლიოთეკა და skype ოთახით ისარგებლებენ.
იუსტიციის სახლის მშენებლობა სოფელ ორსანტიაში მიმდინარე წლის მაისის თვეში დასრულდება