2 თვის განმავლობაში პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა

0

zugdidis iusticiis saxliპირადობის მოწმობის აღებას მოქალაქეები დღეიდან, ორი თვის განმავლობაში, უფასოდ შეძლებენ. ამის შესახებ დღეს, იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. პირადობის მოწმობები ყველა რეგიონში, იუსტიციის სახლების მეშვეობით გაიცემა.

აქციის ფარგლებში მოქალაქეები ID ბარათის საფასურის, ფოტოსურათის გადაღებისა და ბანკის მოსაკრებლისგან გათავისუფლდებიან. როგორც სერვისების განვითრების სააგენტოში განმარტავენ, ეს პროცესი, მონაცემთა ბაზების დახვეწასა და საარჩევნო სიების სრულყოფას შეუწყობს ხელს.

აღნიშნული აქცია 20 ივნისის ჩათვლით, ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.