2013 წელს აღებული პრემიებით მინისტრებს შორის ირაკლი ალასანია ლიდერობს

0

alasania-irakliiiii2013 წელს მინისტრებს შორის ყველაზე დიდი პრემია თავდაცვის მინისტრმა მიიღო. ირაკლი ალასანიამ შარშან სახელფასო დანამატის სახით 83 076 ლარი აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ აქვეყნებს. IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ თავდაცვის მინისტრის ხუთმა მოადგილემ 181 111 ლარი მიიღო. მათ შორის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ირაკლი გეგეჩკორს 49 823 ლარი აქვს აღებული. აღნიშულ საკითხზე, თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული განმარტებიდან ირკვევა, რომ ამ უწყების შემთხვევაში მინისტრის შრომის ანაზღაურება განსხვავებულად ფორმირდება.

პრემიერ- მინისტრის ბრძანებით დადგენილი სახელფასო დანამატის (4435 ლარი) გარდა თავადაცვის მინისტრი ყოველთვიურად იღებს საკლასო ჩინის დანამატს (1239 ლარი), სტაჟის დანამატს (885 ლარი) და საიდუმლოს დანამატს (531 ლარი) , რაც ყოველთვიურად სახელფასო დანამატის სახით სულ შეადგენს 6 900 ლარს. ირაკლი ალასანიას შემდეგ პრემიების ოდენობით მეორე ადგილზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილია. მას 2013 წელს სახელფასო დანამატის სახით 50 885 ლარი აქვს აღებული. პაატა ზაქარეიშვილს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია მოსდევს, რომელსაც 50 045 ლარის ოდენობის პრემია ერგო.

სხვა ახალი ამბები: