2015 წელს ევროვიზიაზე ნინა სუბლატი წარადგენს

0

20130616222619204682015 წელს ვენაში, ევროვიზიის საიუბილეო მე-60 კონკურსზე საქართველოს სახელით მომღერალი ნინა სუბლატი გაემგზავრება. მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით შიდაშესარჩევ ტურში მან ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა.

შიდასესარჩევ კონკურსში სულ 5 ფინალისტი გადავიდა ესენი იყვნენ: მიშა სულუხია, ნინა სუბლატი ეთერ ბერიაშვილი, ჯგუფი “ნიუტონი” და ედვარდ მეისონი. ევროვიზიაზე წარდადგენი კლიპის პრეზენტაცია 31 დეკემბერს პირველი არხის საახალწლო ეთერში შედგა.

მუსიკალური რგოლები ორი კვირის მანძილზე გადიოდა პირველი არხის ეთერში, მაყურებელს კი, საშუალება ჰქონდა სასურველი კანდიდატისთვის დღეში ერთი მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნა.

სხვა ახალი ამბები: