2015 წლის პროექტი ზუგდიდში: “მაკდონალდსმა” ქალაქში ადგილი შეარჩია (ფოტო)

0

1macქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში “მაკდონალდსის” მენეჯმენტის წარმომადგენლებმა ის ადგილებინ დაათვალიერეს, სადაც უახლოეს ხანებში “მაკდონალდსის” სწრაფი კვების ობიექტი უნდა აშენდეს. ზუგდიდში ჩამოსულ სტუმრებს ქალაქის ტერიტორიაზე ადგილების შესარჩევად თან ახლდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის წარმომადგენლები. როგორც ვიცე-გუბერნატორმა კობა ქანთარიამ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს განუცხადა, ზუგდიდში “მაცდონალდი” საქართველოს დიდ ქალაქებს შორის ყველაზე დიდ და ახალი 2015 წლის დაპროექტებულ სწრაფი კვების ობიექტს ააშენებს.

3 mac2 mac4mac5 mac“მაკდონალდსის მენეჯმენტის წარმომადგენლებმა, რომლებიც ჩამოსულები იყვნენ ზუგდიდში, დაათვალიერეს რამდენიმე ტერიტორია, საიდანაც ერთ-ერთს თავად შეარჩევენ. ამის შესახებ ინფორმაცია უკვე გააგზავნეს ავსტრიაში და პასუხს კვირის ბოლომდე ელოდებიან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზუგდიდში აშენდება 2015 წლის უახლესი პროექტით გათვალისწინებული შენობა, რომელიც პირველი იქნება საქართველოს მაშტაბით მხოლოდ ზუგდიდში. ადგილიც შესაბამისი იქნება შერჩეული და დაახლოებით მშენებლობის დაწყებიდან 6 თვეში ჩვენს თანაქალაქელებს საშუალება ექნებათ  შევიდნენ “მაკდონალდსის” სწრაფი კვების ობიექტში,”განაცხადა smo.ge-სთან სატელეფონო საუბრისას კობა ქანთარიამ.

სხვა ახალი ამბები: