2015-2016 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს მედლები დღეს გადასცეს

0

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრში 2016 წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს. რესურსცენტრის ხელმძღვანელის კახა ფარცვანიას თქმით, მედლები ზუგდიდელ კურსდამთავრებულებს ერთი წლის დაგვიანებით ორი მიზეზის გამო გადასცეს.

გასულ სასწავლო წელს ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 38 წარჩინებული კურსდამთავრებულიდან 28 – ოქროს, ხოლო 10 ვერცხლის მედალოსანია.

წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მედლები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადასცეს.

“წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების” პროგრამის ფარგლებში განათლების სამინისტრო ყოველწლიურად წარჩინებულ მოსწავლეებს აჯილოდებს. პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაა.

სხვა ახალი ამბები: