2016 წლიდან უმოქმედო, ოცნების დონეზე შექმნილი სიპები დაიხურება

0

javaxishvili2016 წლიდან, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ფინანსთა სამინისტროსთან ერთად იმ კრიტერიუმებს შეიმუშავებს, რომლებმაც სიპების შექმნა უნდა შეზღუდოს. განცხადება ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, გაუქმდება ის სიპები, რომლებიც ოცნების დონეზეა შექმნილი და არ აქვთ გადასაწყვეტი კონკრეტული ამოცანები.

,,ზოგიერთი ისეთი სიპია შექმნილი, სათაურიდან გამომდინარეც რომ ღიმილს მოგგვრის. სიპები, რომლებსაც რეალურად არააქვთ კონკრეტული ამოცანები გადასაწყვეტი და რაღაც ოცნების დონეზე არიან შექმნილი, რასაკვირველია უნდა დაიხუროს. მომავალ წელს ფინანსთა სამინსიტროსთან ერთად შევიმუშავებთ გარკვეულ კრიტერიუმებს, რომლის იქეთაც რაიმე მსგავსის შექმნა შესაძლებელი აღარ იქნება. ზუსტად ვერ გეტყვით რა სახის შეზღუდვები იქნება, ამაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

სხვა ახალი ამბები: