ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საზეიმო გახსნა 26 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება

0

11194792_1018208378196954_1919069665_o“თბილისი 2015”-ის გახსნის ცერემონიალის საორგანიზაციო ჯგუფმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი დაათვალიერა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი დაათვალიერეს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის, “თბილისი 2015”-ის გახსნის ცერემონიალის საორგანიზაციო ჯგუფმა და მოწვეულმა სტუმრებმა: რეჟისორმა დევიდ ზოლქუერმა, პროდაქშენის დირექტორმა სპაიკ ალიბონი, ათლეტების პარადის ხელმძღვანელმა ტეფან ბოიდმა და ტექნიკური დირექტორმა გლენ ბოლტონმა. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საზეიმო გახსნა 26 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ოლიმპიური ფესტივალი უმასპინძლებს 4 000-მდე ახალგაზრდა სპორტსმენს ევროპის 50 ქვეყნიდან.