ზუგდიდში “მაკდონალდსი” 2 ივლისს გაიხსნება

0

11222204_859400110762067_1976977871520365564_oზუგდიდში “მაკდონალდსი” 2 ივლისს გაიხსნება. ამის შესახებ განცხადება თემურ ჭყონიამ დღეს, ზუგდიდში ყოფნისას გააკეთა. ბიზნესმენი სწრაფი კვების ობიექტის გახსნას ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“-ის ოლიმპიური ჩირაღდნის ზუგდიდში შემოსვლის დღეს უკავშირებს.

ქართველი ბიზნესმენი თემურ ჭყონია ანაკლიითაც დაინტერესდა. ჭყონიას განცხადებით, 1 თვეში გაიხსნება ასევე “მაკდონალდსის” გლდანის და საბურთალოს ფილიალები.

მომავალი 3-4 წლის განმავლობაში ”მაკდონალდსი” თბილისში სწრაფი კვების 15 რესტორანს გახსნის. საქართველოში ”მაკდონალდსის” პირველი რესტორანი 1999 წელს გაიხსნა. ქსელს დღეს 6 ფილიალი აქვს, საიდანაც ოთხი თბილისშია, ერთი ქუთაისში და ერთიც ბათუმში.