ფოთში ცენტრალური სტადიონის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს

0

11064792_936911136364963_3567225187805633141_nფოთში ცენტრალური სტადიონის მშენებლობა რამდენიმე თვეა ინტენსიურად მიმდინარეობს, რომელიც სახლემწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერით ხორციელდება. ობიექტზე ამჟამად რკინა-ბეტონის კონსტრუქციებს შორის სარტყელი ისხმება, მონტაჟდება დასაწყობი ელემენტები და დახრილი რიგელები.
დასავლეთ ტრიბუნის მშენებლობა ივნისში დასრულდება, რომელიც 1940 მაყურებელზეა გათვლილი.

11150500_936911006364976_8053323500948124663_n11350548_936910849698325_5105684950916504114_nსტადიონის სამშენელო სამუშაოები, ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ დაათვალიერეს. ქალაქის მერი დაინტერესდა შესრულებული სამუშაოების ხარისხით . სარეაბილიტაციო სამუშაოებს „სამშენებლო კომერციული კორპორაცია ხიდი“ ასრულებს, სადაც 45 ფოთელია დასაქმებული.

სხვა ახალი ამბები: