21 წლის შემდეგ ენგურის ხიდზე, პოეტი ჯიმშერ შენგელია “ქალბატონთან” ერთად (VIDEO)

0

jimsherr shengelia21 წლის ჯიმშერ შენგელია ჯერ კიდევ 9 თვის ჩვილი იყო, როდესაც დედამ აფხაზეთიდან გამოიყვანა. ის ზუსტად 21 წლის წინ დაემშვიდობა მშობლიურ კუთხესა და სოფელს. საკუთარ ქვეყანაში დევნილად მყოფი ახალგაზრდა და ნიჭიერი პოეტი ამჟამად ზუგდიდის რაიონის სოფელ ყულიშკარში ცხოვრობს. აფხაზეთზე მონატრებამ ის ენგურის ხიდზე ისევ დააბრუნა, თუმცა დროებით… ახალგაზრდა პოეტთან ინტერვიუ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ სწორედ დროებით გამყოფ ხიდზე ჩაწერა.

ჯიმშერ შენგელიამ პირველი ლექსი 16 წლის ასაკში დაწერა. მას დღემდე დაახლოებით ორასამდე ლექსი აქვს დაწერილი. როგორც თავად ამბობს, ლექსებს შორისაა პროზაული ნაწარმოებებიც, რომლებიც სულ მალე დღის სინათლეს იხილავს. ახალგაზრდა პოეტი სამომავლოდ საკუთარი ლექსების კრებულის გამოცემასაც აპირებს, თუმცა ჯერ არც ამას ჩქარობს.

“ჩემი ბევრი ლექსი მომწონს, ბევრიც არ მომწონს, თუმცა პოეზია და ჩემი შემოქმედება ჩემი ცხოვრების ნაწილია,”-ამბობს ახალგაზრდა პოეტი და იქვე დასძენს, რომ დოგმა არ არის დღეში სამი ან ოთხი ლექსი დაწერო. “საკმარისია წერო თუნდაც კვირაში ერთხელ და შექმნა ღირებული”-აღნიშნავს ჯიმშერ შენგელია.

jimsher shengeliaაფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდა პოეტს საყვარელი პოეტებიც ჰყავს როგორც კლასიკოსებში, ასევე თანამედროვეობაში. ის საყვარელ პოეტებად გალაქტიონ ტაბიძესა და ტერენტი გრანელს ასახელებს.

“მე მიყვარს თანამედროვე პოეტებიც და ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ. მიყვარს ბებერ პოეტებთან ურთიერთობა, ძალიან ბევრს ვსწავლობ მათგან”-აცხადებს ჯიმშერ შენგელია.

სხვა ახალი ამბები: