21 აპრილს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია საკუთარ მაჟორიტარულ ოლქში ბიუროს გახსნის

0

ზუგდიდი – 21 აპრილს, 12:00 საათზე, ქ.ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია საკუთარ მაჟორიტარულ ოლქში ბიუროს გახსნის და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს პარლამენტში საკუთარი საქმიანობისა და ბიუროს სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. შეხვედრა გაიმართება ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაში (მ. კოსტავას 58).

შეხვედრისას მერაბ ქვარაია ისაუბრებს პარლამენტში მის როლსა და საქმიანობაზე და დამსწრე საზოგადოებას პარლამენტსა და სამაჟორიტარო ოლქში სამომავლო გეგმებსაც გააცნობს. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი სტუმრებს ბიუროს თანამშრომლებს წარუდგენს და ბიუროს შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. შეხვედრას ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცემა კითხვები დაუსვას დეპუტატს და მიიღოს პასუხები არჩეული თანამდებობის პირისგან. აღნიშნულ ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

სხვა ახალი ამბები: