21 ივლისს ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება

0

ფოთი 21 ივლისიდან რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება. მასში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თეტრები და უცხოეთიდან მოწვეული ექვსი დასი მიიღებს.

ფესტივალი დმანისის, სენაკისა და სოხუმის თეატრების პრემიერით გაიხსნება. ფესტივალის დირექტორის, თენგიზ ხუხიას განცხადებით, მაყურებელს საინტერესო დღეები ელოდება. მისი ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 24 სპექტაკლი.

ფოთის რეგიონული თეატრების ფესტივალი 2015 წელს დაფუძნდა. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს“ ორგანიზებით იმართება. ფესტივალი 30 ივლისს დაიხურება.

სხვა ახალი ამბები: