ზუგდიდის გამგეობაში საგანგებო კომისია შეიქმნა

0

599076_283587048441156_137871391_n ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩის კოლექტიურ წერილში მოხსენიებული პრობლემების შესწავლასა და მოგვარებაზე მუნიციპალიტეტის გამგეობაში საგანგებო კომისია შეიქმნა. წერილში მოხსენიებული საკითხები: შიდა გზების მოწესრიგება, სოფ. ხურჩის მოსახლეობის ჩართვა ზუგდიდის ელ. მომარაგების ქსელში, ამბულატორიის შენობის რეაბილიტაცია, დახურული სკოლის აღდგენა და საბავშვო ბაღის რემონტი.

გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ გამგეობის სპეციალურ სამსახურებს დაავალა საგანგებოდ საქმის შესწავლა და ხურჩის მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. რაც შეეხება შიდა გზების მოწესრიგებას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში წარდგენილია საპროექტო წინადადება კოკი-ხურჩას გზის რეაბილიტაციისათვის, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულია 55 ათასი ლარი.

სხვა ახალი ამბები: