გარდაცვლილი კაპრალის ოჯახს თავდაცვის მინისტრმა და გუბერნატორმა მიუსამძიმრეს (ვიდეო)

0

11422253_989210991090626_1226207187_oსაქართველოს თავდაცვის მინისტრმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ავღანეთში მიღებული ჭრილობისგან გარდაცვლილი კაპრალ რამაზ დავითაიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს. დღეს, თინათინ ხიდაშელი და ლევან შონია  დაღუპული ქართველი სამხედროს მშობლიურ სოფელში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ საწულეისკიროში ჩავიდნენ და თანაგრძნობა გამოუცხადეს  დაღუპული სამხედროს ახლობლებს. სოფელ საწულეისკიროში იმყოფებოდა ასევე, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

11423384_989210961090629_1141694802_oxiidasheelii11421520_989210934423965_90044113_nკაპრალ რამაზ დავითაიას სამოქალაქო პანაშვიდები სოფელ საწულეისკიროში დღეიდან დაიწყო. მხედრული პატივის მიგების ცერემონია მის საცხოვრებელ ადგილზე ყოველდღე, 12:00 საათიდან 20:00 საათამდე ჩატარდება. ქართველი სამხედრო 16 ივნისს, 15:00 საათზე, მხედრული პატივით დაიკრძალება.

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის კაპრალი რამაზ დავითაია, 8 ივნისს გორში მდებარე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ქართველი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ავღანეთში 2012 წლის 20 ივნისს საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს მძიმედ დაიჭრა, გერმანიისა და საქართველოს კლინიკებში ხანგრძლივი მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსებს გადიოდა.

რამაზ დავითაია შეიარაღებულ ძალებში 2007 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, მედლით „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“ და უწყებრივი მედლით “საბრძოლო იარისათვის”.