ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე თენგიზ ჯგუშიას ნერვებმა უმტყუვნა

0

Снимокზუგდიდის ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა და ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების მედროშემ თენგიზ ჯგუშიამ დღეს ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაცია “სამეგრელოს ხმა” დააფუძნა. არასამთავრობო ორგანიზაციაში სწორედ ის ძველი გუნდი გააერთიანა, რომელიც მას თავისსავე მაჯორიტარობის უმოქმედობის ხანაში ავზეც და კარგზეც ტაშს უკრავდა. გარდა ამისა ჯგუშიამ შევარნაძის მიერ ჩატარებული მასტერკლასიც აღიდგინა და საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერის ეფექტის შესაქმნელად თითქმის მთელის ზუგდიდი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დაპატიჟა.

სამოცდაათკაციანმა დარბაზმა მოწვეული სტუმრები რათქმაუნდა ვერ დაიტია, ამიტომაც ზოგიერთი ფეხზე იდგა და ჯგუშიას ცნობილ ემოციურ გამოსვლებს ასე უსმენდა, ხოლო ერთი ნაწილი შეხვედრიდან გამოსულ “განახლებულ დღის გმირს” შეპირებისამებრ გარეთ ელოდებოდა. თავმომწონე ყოფილმა მაჟორიტარმაც არც აცია და არც აცხელა, თავის გამოსვლაში მრავალჯერ ახსენა, აჰაა ხომ ხედავთ რა საზოგადოება მიჭერს მხარსო. არადა ამ საზოგადოებას შორის ისეთებიც აღმოჩნდნენ, რომლებსაც თენგიზ ჯგუშიას მეორედ მოსვლის ნაკლებად სჯეროდათ, მაგრამ “არ გაუტეხეს”.

არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებას მთავარ თემად ისევ და ისევ ზუგდიდის გამგეობისა და საკრებულოს თავმჯდომარის “პრადოების” ღირებულება სდევდა თან. თუმცა საკუთარ “პრადოზე” სამართლიან” და “უსახსრო” ყოფილ დეპუტატს სიტყვაც არ დასცდენია. სწორედ ამ თემით დაინტერესდა საინფორმაციო სააგენტო smo.ge და შეხვედრის დასრულებისთანავე თენგიზ ჯგუშიას ერთი კითხვა საკუთარ “პრადოზეც” დაუსვა. დასმული კითხვით გფაღიზიანებული ჯგუშია ჯერ გაწიწმატდა და შემდეგ კორესპონდენტის შეურაცხყოფაზე გადავიდა. ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დაწყებული დაპირისპირება მოგვიანებით სოიციალურ ქსელში გაგრძელდა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge გთავაზობთ “სამეგრელოს ხმის” დამფუძნებლის თენგიზ ჯგუშიას შეურაცხმყოფელი გამოსვლის სრულ ჩანაწერს.

ვიდეო

სხვა ახალი ამბები: