მაღალი ძაბვის ქვესადგურის “ჯვარი”-ის მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია დღეს შედგა

0

11416218_775808485849699_3644831602500146502_nპროექტ “ჯვარი-ხორგას” ფარგლებში სამეგრელოში დღეს მაღალი ძაბვის ქვესადგურის “ჯვარი-500/200 კვ” -ის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობას საფუძველი “რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის” ფარგლებში ქსანი-სტეფანწმინდის 500 კვ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობის კონტრაქტის გაფორმებისადმი მიძღვნილ ცერემონიას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ესწრებოდნენ.  წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში გამართულ ღონისძიებას გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის და ევროგაერთიანების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პროექტის პრეზენტაციაზე სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტის ხელმღვანელი პირებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა გულორდავა.

11416191_775808572516357_6527474225673812044_n11219032_775808682516346_5581709892054738626_n11416191_775808572516357_6527474225673812044_nცნობისათვის, პროექტის საერთო ღორებულება 50 მილიონი ევროა, რომელსაც გერმანიის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკი, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი და ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ფონდი გამოყოფენ. “ჯვარი-ხორგას” პროექტის დასრულება 2016 წლის აგვისტოშია ნავარაუდევი.