22 დეკემბერს ზუგდიდში მთავარი ნაძვის ხე აენთება

0

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, წინაახალწლო სამზადისის მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ. ამ ეტაპზე ქალაქის ცენტრალური ნაწილის საახალწლო დიზაინით მორთვა მიმდინარეობს, ასევე, მონტაჟდება სადღესასწაულო ილუმინაციები.

საახალწლო ღონისძიებები, 22 დეკემბერს ქალაქის სკეიტ-პარკში ნაძვის ხის ანთებით დაიწყება. 31 დეკემბერს კი, საახალწლო გალა კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით 22:00 სთ-ზე გაიმართება.

კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.