23-24 მარტს ანაკლია დოკუმენტური ფილმების ფესტივალს უმასპინძლებს

0

anakliaმარტი-აპრილის თვეში caucadoc პროექტის ფარგლებში ორგანიზებული იქნება დოკუმენტური ფილმების ფესტივალები საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის 14 სხვადასხვა ქალაქში. ანაკლიაში კინოფესტივალი ფონდ “ნეფას” ორგანიზებით ჩატარდება.

“ფილმები გადაღებულია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და თითოეული მათგანი წარმოდგენილიაადამიანის უფლებათა ყოველწლიურ საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალზე “ერთი მსოფლიო”. ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ  კარგი ფილმების ჩვენება რეგიონებში, არამედ გვსურს რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ და ჩავრთოთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსიის პროცესში., იმდენად რამდენადაც რეგიონებში მოსახლეობა შედარებით მოწყვეტილია ღიად და თავისუფლად მსჯელობის შესაძლებლობას”-აცხადებს caucadoc-ის პროექტის მენეჯერი შარკა ზაჰრადნიკოვა.

ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. დოკუმენტური ფილმების ჩვენების შემდგომ დაგეგმილია დებატები და დისკუსია სტუმრების და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით. დისკუსია ძირითადად ფილმში დასმული საკითხების ირგვლივ გაიმართება.

დოკუმენტური კინოფესტივალების ორგანიზატორია ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია “ადამიანი გაჭირვებაში” რეგიონალურ პარტნიორებთან ერთად, “საქდოკ ფილმი”-საქართველო და “ინტერნიუსი”-სომხეთი.

სხვა ახალი ამბები: