“ხევსურული საღამო” ზუგდიდის არტ გალერეაში

0

429563_287400194726508_268960643_nსამხატვრო გალერეაში ხევსურული საღამო სახელწოდებით ,,შენ ჩემო დიდო ტკივილო“ გაიმართა. ტარიელ ხერხელაურის შემოქმედების პრეზენტაცია ზუგდიდში ,,ცოტნე დადიანის დარბაზმა“ მოაწყო. პოეტთან ერთად საღამოს მისი მეგობრებიც ესწრებოდნენ. მათ შორის მსახიობი გუჯა ბურდული, რომელმაც ის ფილმი გაიხსენა, სადაც მეგრელი გმირი განასახიერა.
ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამოზე, პოეტის ლექსებზე დაწერილი სიმღერებიც აჟღერდა. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის 50 ამდე აღსაზრდელი, ცენტრალური ბიბლიოთეკის წარმომადგენლები და ცოტნე დადიანის დარბაზის წევრები თანაბრად იყვნენ ჩართული ამ ლამაზი დღის ორგანიზებაში საბოლოოდ პოეტის სამეგრელოში სტუმრობა საკმაოდ დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
ცოტნე დადიანის დარბაზის დამფუძნებელმა კონსტანტინე კაკავამ და ცენტრალური ბიბლიოთეკის წარმომადგენელებმა, ღონისძიების დასასრულს სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები უსახსოვრეს.

სხვა ახალი ამბები: