24 წლის ინალ არძინბა აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე იზრუნებს

0

inal ardzinbaაფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ახლო ნათესავი 24 წლის ინალ არძინბა იზრუნებს. ამის შესახებ რუსული გამოცემა “გაზეტა.რუ” წერს. გამოცემის ინფორმაციით ინალ არძინბა რუსეთის ფედერაციაში “დობერმანად” წოდებული ახალგაზრდა პოლიტიკოსია, რომელიც  დონბასის დახმარების კომიტეტს კურირებს.

კომიტეტის წევრების განცხადებით არძინბა განსაკუთრებული მუშაობის უნარითა და თანამშრომლებისადმი დიდი ყურადღებით გამოირჩევა. ინალ არძინბა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულია პირია და მისი ნდობით სარგებლობს.

უახლოეს ხანებში ინალ არძინბას სოხუმში ელოდებიან სამუშაო ვიზიტით. აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ მთავრობა და პრეზიდენტის ადმინიტრაცია კი ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ ფლობენ ინალ არძინბას ვიზიტის შესახებ. მათ ჯერ არც ის იციან თუ როდის ჩაუდგა სათავეში არძინბა აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ფონდს.