თურქი ინვესტორი ფოთის მერს შეხვდა

0

11011001_992947014094708_3396958764077895170_nქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია და მერის მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლია თურქ ინვესტორს ქემელ ონურს შეხვდნენ. შეხვედრისას ქალაქის მერმა თურქ სტუმარს ფოთის ისტორიული წარსულის, მისი გეო-სტრატეგიული მდებარეობის, მალთაყვის უნიკალური საკურორტო-რეკრეაციული ზონის, ტურიზმის განვითარების პერსპექტივისა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ესაუბრა.

შეხვედრისას გამოითქვა ორმხრივი სურვილი პარტნიორობასა და საქმიანი თანამშრომლობის თაობაზე.