ედიშერ თოლორაია დღეს სოფლის ბოლო კრებას დაესწრო

0

216796_290506264415901_481057057_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ ორი კვირის მანძილზე პირადად მოინახულა მუნიციპალიტეტში არსებული ყველა სოფელი და ადგილზე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს. 2013 წელს განსახორციელებელი სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში გამოყოფილი თანხების განკარგვა თავად მოსახლეობას დააკისრა და თითოეული მათგანი პირადად ჩართო სოფლის პრიორიტეტების განსაზღვრის საქმეში.

1 აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია სოფელ ინგირის მოსახლეობას შეხვდა. ოირემეს უბანში შეკრებილმა ხალხმა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს მადლობა გადაუხადა უშუალო ურთიერთობებისათვის. სოფლის მხარდაჭერის პროექტის პარგლებში ინგირის მოსახლეობამ პრიორიტეტად დაასახელა სპორტული მოედნის მოწყობა ოირემეს უბანში, აგრეთვე გარეგანათებისა და საბავშვო ბაღის ინფრასრტრუქტურის მოწესრიგება.

ინგირის #1 საბავშვო ბაღში მოსახლეობამ მეორე ჯგუფის დამატების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ინგირელებმა პრიორიტეტად დაასახელეს რკინიგზის სადგურთან არსებული სპორტული მოედნის შემოღობვაც.
ამ შეხვედრით დასრულდა სოფლის კრებები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

სხვა ახალი ამბები: