25-26 ივნისს ქუჩის მუსიკის საერთშორისო ფესტივალი ,,დაუკარი მშვიდობისთვის’’ გაიმართება

0

ახალგაზრდული ასოციაცია ,,დრონი”-ს ორგანიზებით, თბილისში ქუჩის მუსიკის დღე  ,,დაუკარი მშვიდობისთვის’’  გაიმართება.

ფესტივალი ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული ფონდის, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  საქალაქო სამსახურის,  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და კომპანია ,,ფრეგოს“ მხარდაჭერით ტარდება.

ფესტივალის ფარგლებში,  საქართველოს ევროპის  18 ქვეყნის  100-მდე უცხოელი მუსიკოსი ეწვევა.

,,დაუკარი მშვიდობისთვის’’-ამ ლოზუნგის ქვეშ 400-მდე ქართველი და უცხოელი შემსრულებელი დაუკრავს სხვადასხვა ჟანრის მუსიკას: როკს, ჯაზს, ფოლკლორს, რეპს, ტექნოს და ა.შ. ფესტივალი აერთიანებს ყველა ადამიანს, ვინც საუბრობს მუსიკის ენაზე.

ახალგაზრდები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან თბილისს წინა კვირას ეწვივნენ. ისინი ქართველ მონაწილეებთან ერთად მუშაობენ, რათა   მსმენელს  ახალი, საინტერესო და სასიამოვნო კომპოზიციები წარუდგინონ.

ფესტივალის ფარგლებში, საქართველოში 8 იტალიელი მოხალისე ჩამოვიდა, რომლებიც ქართველ ახალგაზრდებთან ერთად საორგანიზაციო საკითხებში არიან ჩართულნი.

პროექტის მიზანია ქუჩის მუსიკის კულტურის დანერგვა საქართველოში, საერთო ინტერესების მქონე ადამიანების ერთმანეთთან  დაკავშირება, განსხვავებული სუბკულტურების მიმართ ტოლერანტობის გაზრდა, მშვიდობის კულტივირება და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის კულტურათაშორისი გაცვლა.

25 ივნისს რუსთვაველის გამზირი სტუმრებს 15:30 საათიდან 21.30 საათამდე  უმასპინძლებს. სხვადასხვა მუსიკალურ წერტილებში (რუსთაველი ძეგლი, ოპერის მიმდებარე ტერიტორია)  ერთდროულად ქართველი და უცხოელი მუსიკოსები გამოვლენ.

26 ივნისს 15.00 -დან 22.00 საათამდე კი  ფესტივალი მთაწმინდის პარკში მოეწყობა .

პირველად ქუჩს მუსიკის ფესტივალი 2007 წელს ლიტვაში დაარსდა. შემდეგ წლებში ამ ფესტივალს  ევროპის სხვადასხვა ქვეყანა შეურთდა და ტრადიციულად ყოველ წელიწადს იმართება. საქართველო ფესტივალს  2012 წლიდან მასპინძლობს.

სხვა ახალი ამბები: