აბასთუმანში ბეტონის გზის დაგება მიმდინარეობს

0

12273692_1085188804832937_6245367361700221057_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის აბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, საავტომობილო გზის 1200 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარის დაგების წინა მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება. აბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში ჯამში 5, 205 გრძივი მეტრის ბეტონის საფარის გზის მოწყობა იგეგმება.

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ 200 ათას ლარს შეადგენს.