26 მაისი სამეგრელოში (ფოტორეპორტაჟი)

0

11253644_485451641621810_2077660496049070079_oსამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დილიდან ენგურის ხიდზე მშვიდობის მარშით დაიწყო. კულტურული და სპორტული ღონისძიებები ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ეროვნული დღესასწაული განსაკუთრებულად თვითმმართველ ქალაქ ზუგდიდსა და ფოთში აღინიშნება.

დილიდან სახალხო ზეიმს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ. ქალაქის ცენტრში გამოფენილია სამხედრო ტექნიკა, იარაღები, საგანგეობო სიტუაციების სამსახურისა და სასწრაფო დახმარების სპეცტექნიკა. ზუგდიდში წელს პირველად გამოფენაზე გამოჩნდა ავტომოყვარულთა ტექნიკაც.

11334282_485451634955144_2524650428756213645_o11096463_485451054955202_5715325228711078403_o11222137_485450924955215_1542559676824402951_n11262445_485451148288526_2475075665626763746_o11289051_485451261621848_6152637028812978679_o10863954_485451848288456_2816892369702286835_o11336819_485451938288447_3242172758630288529_o11263137_485451978288443_8762373469724886048_o11055304_485452091621765_5986659633905933848_oდილიდან ქალაქის ცენტრალურ ბულვარში სხვადსხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები იმართება. ზუგდიდის თეატრი ქუჩებში პანტონიმის დასის მსვლელობას და თეატრალური წარმოდგენებს მართავს. პარალელურად იმართება მარწყვის ფესტივალი, ასფალტზე ხატვა, ნახატების გამოფენა, სხვადასხვა მუსიკალური კონცერტები, ხალხური რეწვის ნიმუშების და ყვავილების გამოფენ გაყიდვა.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ზუგდიდის ახალ პარკში გალა კონცერტით დასრულდება, რომელიც საღამოს 7 საათზე დაიწყება. ჯგუფ „მგზავრებთან“ ერთად კონცერტზე ადგილობრივი შემსრულებლებიც გამოვლენ.

სხვა ახალი ამბები: